четверг, 20 мая 2010 г.

вторник, 18 мая 2010 г.

აფხაზეთი



  
       აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა,რომელსაც უკავია მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია .

პოლიტიკური აფხაზეთი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიების მომცველი იყო და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი აფხაზური ტომებით სადახლებულ მიწებს.
უძველესი დროიდან აფხაზებს მჭიდრო ურთიერთობა ქონდათ ადიღურ და ქართველ,განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ტომებთან. ამ სიახლოვემ თავი იჩინა მრავალ კულტურულ-საყოფაცხოვრებო თავისებურებაში.აფხაზები ძველთაგანვე ეზიარნენ ქართულ კულტურას. მათი კულტურულ-პოლიტიკური საქმიანობა სცილდებოდა საკუთრივ აფხაზეთის ფარგლებს. ისინი აქტიურ როლს ასრულებდნენ მთელ დასავლეთ საქართველოს მომცველ ეგრის-აფხაზეთის სამეფოში. IV ს-ის I ნახევარში აფხაზებმა მიიღეს ქრისტიანობა,რომელიც აქედან ჩრდილოეთ კავკასიის ზოგ ხალხშიც გავრცელდა. აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზთა ძირითადი რელიგია ქრისტიანობაა. ამას მრავალი ცნობა ადასტურებს.  გადმოცემის თანახმად, ქრისტეს  ჯვარცმიდან სულ რამოდენიმე წლის შემდეგ ეგრის-აფხაზეთში ჩამოვიდნენ ქრისტეს უერთგულესი მოწაფეები – მოციქული ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. იმდროინდელმა ეგრისის მეფემ სათანადო პირობები შეუქმნა ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულებს. ანდრიამ ქრისტეს რჯულზე მოაქცია მეგრელები და კლარჯეთს გაეშურა. სვიმონ კანანელიც წარმატებით აგრძელებდა მოციქულობას, მაგრამ როდესაც ჯიქეთში გადავიდა საქადაგებლად.  იგი წარმართმა ადიღებმა ქვებით ჩაქოლეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ ქართველებს იგი ჯიქეთიდან წამოუსვენებიათ და ნიკოფსიაში დაუკრძალავთ. მაშინ, როცა ნიკოფსია ადიღის ტომებმა დაიპყრეს ქართველებმა ქრისტეს მოწაფის ნეშტი უშიშარ, უსაფრთხო ადგილას, ქვეყნის სიღრმეში – ანაკოფიაში გადმოასვენეს. შემდგომში სვიმონ კანანელის საფლავზე,ახალი ათონის მთაზე მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმინდა მოციქული მოღვაწეობდა. 


  შორენა გოგრიჭიანი
        X  კლასი