ძველი ქართული წარწერები შემორჩენილია ილორის წმინდა გიოგრის ეკლესიის ფასადზეც, რომელიც შესრულებულია სხვადასხვა თაობის მართლმორწმუნე ქართველების მიერ. ტაძარო ოჩამჩირის რაიონში, სოფელი ილორის შუაგულშია აღმართული. იგი XI ს-ის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. ნაგებობას სამი მხრიდან სხვადასხვა ხანის მინაშენები აქვს. XVII ს-ში ეკლესია ლევან II დადიანმა შეაკეთა. 1736 წელს დაწვეს თურქებმა. ოდიშის მთავარებმა კვლავ აღადგინეს.
ძველად სოფელ ილორში იმართებოდა წმ.გიორგის სახელობის დღესასწაული ილორის წმ.გიორგის ეკლესიაში. XVII-XVIII სს-ის მონაცემებით დღესასწაულის წინა საღამოს სამეგრელოს მთავარი სამღვდელოებისა და დიდებულების თანხლებით შემოუვლიდა ეკლესიის გალავანს, მის შემოგარენს და შესასვლელს საკუთარი ხელით დაბეჭდავდა. მეორე დილით, თვითონვე ხსნიდა საბეჭდავს. მლოცველებს ეზოში ხვდებოდა ხარი (ხალხური წამოდგენებით წმ.გიორგის სახელობის ცხოველი), რომელიც თითქოს სასწაულებრივად შეჰყავდა წმინდანს. ხარს კლავდნენ და მლოცველებს ურიგებდნენ. მორწმუნეები მას დიდი სასოებით ინახავდნენ,როგორც ბოროტისა და ავი სენისგან დამცველს. ილორის წმ.გიორგისა და მისი დღეობის ძალა აღიარებული ყოფილა მთელს საქართველოში და რიგ მეზობელ ხალხებშიც.
დასავლეთ საქართველოს ამ უძლიერესი სალოცავის კარი კომუნისტებსაც კი არ აუჭედავთ. აფხაზეთში მცხოვრებნი ამბობენ, უღმრთოებს წმ.გიორგის რისხვის შეეშინდათო.
XX ს-ში ილორში ნათლობებიც სრულდებოდა და წარმართული რიტუალებიც. ამ უკანასკნელის აღმოფხვრა იმ დროს შეუძლებელი იყო, მეორე მხრივ, სწორედ ამ მითიურმა წარმოდგენებმა გადაარჩინა ილორის ეკლესია დანგრევას. 90-იან წლებში და მის შემდეგაც სალოცავის გავლენა მოსახლეობაზე დიდი იყო. დე ფაქტო ხელისუფლებამ პირველად სწორედ ილორის სალოცავი არადგინა.
დღესდღეობით სალოცავი მთვიანადაა შეთეთრებული. ტაძარზე კი სწორედ გარედან არის ექვსი ქართული წარწერა. ერთ-ერთი, რომელიც ადამიანის სიმაღლეზეა-წაშლილია, თუმცა აქ ჩანს, რომ წარწერა იყო. არ გამორიცხავენ, რომ სამუშაოები სწორედ წარწერის წასაშლელად ჩატარდა.
2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ილორის წმ.გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ვერცხლის სამახსოვრო მონეტა.