დრანდის ეკლესია






          XV საუკუნიდან აფხაზეთში ფეხი მოიკიდა სუნიტური მიმართულების ისლამმა. XIX ს-ში კი მუსლიმ აფხაზთა უმრავლესობა რუსეთის დევნის გამო იძულებული გახდა თურქეთში გადახვეწილიყო.

  თანამედროვე აფხაზეთის ძველი მოსახლეობის ქრისტიანობას ადასტურებს ამ რეგიონში არსებული ქრისტიანული არქიტექტურა და სიმბოლიკა.
                

ერთ-ერთი ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების  ძეგლია დრანდის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც VI ს-ით თარიღდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი უფრო ადრინდელი – IV ს-ის მაინცაა. ძეგლი აფხაზეთში,Gგულრიფშის რაიონ სოფელ დრანდაში მდებარეობს.           ეკლესია მტერთან შემოსევების შედეგად არაერთხელ იქნა დანგრეული. სამონასტრო კომპლექსი თავის დროზე თავდაცვითი ზღუდის როლსაც ასრულებდა. შემორჩენილია 3 მეტი სისქის გალავნის ნანგრევები. დღეს მხოლოდ გუმბათოვანი ეკლესია შემოგვრჩა,რომელიც წმ. ნიკოლოზის სახელს ატარებს. გუმბათოვან ეკლესიას გააჩნია 50 მეტრი სიღრმის გვირაბი სენაკებით,რომელიც მდინარე კოდორის სანაპიროზე გამოდის. გვირაბ-სენაკების სიგრძე დაახლოებით 100 მეტრი მაინცაა. მდინარე კოდორი, ჯერ ერთი, სასმელ წყლად იყო გამოყენებული და მეორე, ამ მხრივ შეიძლებოდა გასვლა,თავის შველა. Gვირაბის სენაკებში უძველეს დროში მონაზვნები ცხოვრობდნენ და ლოცულობდნენ.
     დრანდის ეკლესიის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ბინა დაიდო გულრიფშის რაიკომაა, ხოლო შემდეგ – საბჭოთა საქართველოში პირველმა სკოლა ინტერნატმა. შემდეგ აქ ციხე განთავსდა,მოგვიანებით ლენინის და სტალინის ბაღები ძეგლებით. გადარჩენილი გუმბათოვანი ეკლესიის სამრეკლოს ადგილები კლუბად და სცენად ჰქონდათ გადაკეთებული. ეკლესიის 3 მეტრის სიმაღლის ჯვარი ჩამოგდებული იყო, ზარი კი ერთი პერიოდი სკოლას ჰქონდა, შემდეგ კი დაიკარგა. ეკლესიის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები უნდა დაეწყოთ. ვარაუდობენ, რომ დრანდის გამოკვლევისა და ნიადაგის საფუძვლიანი გაწმენდის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინონ მარმარილოს ზღუდეს ჩუქურთმებიანი ნაწილები და ფრესკიანი გამოსახვა კედელზე.
          ეკლესია 1637 წელს თურქთა შემოსევების შედეგად დაინგრა და მათ მიერვე იქნა გაძარცვული. X ს-ის მეორე ნახევარში გაგრძელდა დრანდის ეკლესიის სიმდიდრის ძარცვა. მისი ბიბლიოთეკა მთლიანადაა დაკარგული. ტაძარი საიდუმლო გზით უკავშირდებოდა წებელდისა და ნაფსკალის ეკლესიებს. მდინარე კოდორის მიდამოებში სადაც ყველაზე ვიწროა ხეობა, ხის ორი დიდი ხიდი იყო, რომლებიც მიგვანიშნებს ხის მორებისაგან ხიდმშენებლობის მაღალ ხელოვნებაზე, რომელსაც კარგად ფლობდნენ კოლხები.