ბედია

        ბედია მდებარეობს ოჩამჩირის რაიონ სოფელ აგუბედიაში. ბედიის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. მისგან დასავლეთით შემორჩენილია ბედიის მიკროპოლისთა ორსართულიანი სასახლე და სამრეკლოს ნანგრევები. კომპლექსს გარს ერტყა გალავანი. ტაძარი სამი მხრიდან შემოზღუდულია შვეული კლდეებით.ტაძარი პირველად X-XI სს-ის მიჯნაზეა აგებული ბაგრატ III-ის დროს. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბედიის ტაძარი თავისი სასახლის ეზოში ააგო, როგორც ეკლესია და მეფეთა საგვარეულო სიძველე. მატიანე მოგვითხრობს, რომ ბაგრატ III-აღაშენა ყოველთა ხევთა და ადგილთა, განასრულა ყოველთა განგებითა, შეამკო ყოველთა სამკაულითა, ეკლესია აკურთხა და დასვა ეპისკოპოსი.”

         ბედიის წმ.გიორგის ბაგრატმა და დედამისმაგურანდუხტმა ოქროს ბარძიმი შესწირეს.       იგი  ქართული ხუროთმოძღვრების უბრწინვალესი ნიმუშია. სავარაუდოდ, ოქროს არძიმის შეწირვა და ტაძრის კურთხევა 999 წლის 28 აგვისტოს,მარიამობის დღეს მოხდა  ნაგებოდა XIII-XIV სს-შია განახლებული. ტაძარში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რომელიც 3 ქრონილოგიურ ფენას შეიცავს. I ყვლაზე ადრეული ფენა X -ის დასასრულს და XI -ის დასაწყისით თარიღდება, რომელზეც გამოსახულია ბაგრატ მეფე ეკლესიის მოდელით ხელში და ადგილობრივი ფეოდალების დადიანების გვარის წარმომადგენლები. II ფენა XIII-XIV სს-ის, ტაძრის განახლების დროინდელია. ყველაზე გვიანდელი ფენა XVI-XVII -ით თარიღდება.თვითონ სახელიბედია” 2300 წლის წინ გაჩნდა. იგი ქუჯის პირით ღმერთმაუბოძა საქართველოს და მან ეგრის ქალაქს ბედია უწოდა.   ბედია არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური აზროვნების, არამედ ქართული დამწერლობის და კულტურის კერაც იყო. ბედიის მონასტერი ცნობილი ყოფილა უმდიდრესი ბიბლიოთეკით. მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ ბედიის სამონასტრო კომპლექსში შექმნა შესანიშნავი წიგნსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება-რესტავრირება, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის შევსება ახალი წიგნებით. ისტორიამ შემოგვინახა ბედიაში მოღვაწე გადამწერები: ამბროსი კარგარეთელი, საბა ნაჭოფაძე  და სიმონ გიორგიძე.  
       ისტორიული წყაროების მიხედვით ბედიის ტაძარში დაცული ყოფილა ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ლურსმნები, რომლითაც მაცხოვარი ჯვარს გააკრეს, ასევე მარიამ ღვთისმშობლის სარტყელი, რომელიც X -ში საბერძნეთიდან ჩამოიტანა ბაგრატის მეუღლეელენემ.ტაოში გარდაცვლილი ბაგრატი, ანდერძის თანახმად,სწორედ ბედიაში წაასვენეს და ტაძრის  აგულში, გუმბათქვეს დაკრძალესაქ განისვენებს მისი ძე - გიორგი და დედაგურანდუხტი.