ხიდმშენებლობის მაღალ დონეზე მეტყველებს ბესლეთის ხიდი. სოფელ ბესლეთში, მდინარე ბესლეთზე გადებულია X-XII სს-ის ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი – ერთმალიანი თაღოვანი ქვის ხიდი. ხიდის ხუროთმოძღვარს კარგად ჰქონია შესწავლილი ამ მდინარის თვისება და წყალდიდობის დროს კატასტროფის თავიდან ასაცილებლად თაღის სიმაღლე 8 მეტრის აუწევია წყლის დონიდან. ხიდის ასაგებად ადგილის კარგად მოფიქრებული შერჩევა, ხიდისთვის შესაფერისი კონსტრუქციის ზედმიწევნით მიგნება,თანაც მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა გვაფიქრებინებს რომ მშენებელ ხუროთმოძღვარს დიდი არქიტექტურული გამოცდილების გარდა ხიდის მათემატიკური გამოანგარიშების ცოდნაც უნდა ჰქონოდა. ეს ძველი ხიდი თანამედროვე ხიდმშენებლობის კანონსაც სრულიად აკმაყოპილებს და ორ ტონიანი მანქანების მთელი შეუწყვეტელი რიგის სიმძიმის ატანაც კი შეუძლია.
ხიდი სავაჭრო და პოლიტიკური მნიშვნელობის გზაზე უნდა მდგარიყო,რომელიც აფხაზეთის მთიან რაიონებს შავი ზღვის ნავსადგურთან აკავშირებდა.
ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმისგან იცავდა.
ბესლეთის ხიდს – ამ იშვიათ ხუროთმოძღვრების ძეგლს ‘’ვენეციის ხიდს’’ უწოდებენ.
ხიდზე არსებული წარწერების ნაშთები მოწმობს, რომ ხიდი აგებულია საქართველოს სამეფოს ძლიერების ხანაში. ასოების სიდიდე და მათი იშვიათი ხელოვნებით შესრულება მოწმობს, რომ ამომჭრელი ამ წარწერის შორიდან წაკითკვას ვარაუდობდა. წარწერა ასომთავრულია და XI ს-ით თარიღდება.